More

    27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლებას გადალახავთ. შესაძლებელია, მოვლენების მოულოდნელად თქვენს სასარგებლოდ შემობრუნება. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს, იდეებით გაამდიდრებს და ახალ შესაძლებლობებს შეგიქმნით. იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი საქმე დროულად დაასრულოთ, სასურველია სამუშაოსა და სახლს შორის ძალები სწორად გაანაწილოთ.

    კურო

    ჰარმონიის, მშვიდობისა და მოვლენების სწორად მიმდინარეობის დღეა. კურო მამაკაცებს ვენერას მფარველობა ელით, რაც საწინააღმდეგო სქესის კეთილგანწყობით უზრუნველყოფთ. კურო ქალებს შემოქმედებითი შთაგონება ელით. სავარაუდოდ, თქვენი გატაცება შემოსავლის ახალ წყაროებს გაგიჩენთ.

    ტყუპები

    პირადი ცხოვრების სფეროში მოსალოდნელია უკიდურესად წინააღმდეგობრივი ტენდენციები. მეუღლეებს და საყვარლებს შეთანხმება გაუჭირდებათ. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან კამათში დამარცხდებით. საკუთარი თავის რწმენა წარმატების ერთ-ერთი პირობაა, ამიტომ დროებითი მარცხი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

    კირჩხიბი

    საყოველთაო ჰარმონიისა და მშვიდობის დღეა. შთაგონებას, რომელიც ამ დღეს გეწვევათ, წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოთ. სავარაუდოდ, სამსახურის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და ყველა კომერციულ საქმიანობაში იმედგაცრუებული დარჩებით. ამ სიტუაციამ შეიძლება თქვენი საქმეები გაართულოს, თუმცა ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ – ახლობლები სტრესის დაძლევაში დაგეხმარებიან.

    ლომი

    ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეცადეთ, უფროსობის სურვილი არ გამოავლინოთ. ამ დღის დევიზია მეტი დემოკრატია, ტაქტი და ტოლერანტობა. შესაფერისი დროა შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად. შეიძლება სასიყვარულო თავგადასავლებსა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება თქვენს სასარგებლოდ არ იქნება.

    ქალწული

    კვირის ბოლოს შესაძლებელია, მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. დაწყებული საქმეების დროულად დასრულებისთვის ეცადეთ, სამუშაოსა და სახლს შორის ძალები სწორად გაანაწილოთ. შესაძლოა, მეგობრებმა ერთობლივ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ დათანხმება არ უნდა იჩქაროთ.

    სასწორი

    ამ დღეს ახალი იდეების მოზღვავება გელით, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგიტანთ. ეცადეთ ნებისმიერ საქმეში ზომიერება დაიცვათ. ახლა რადიკალიზმი პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სწორედ ამ დღეს პარტნიორის საბოლოო არჩევანი გააკეთოთ. შედეგად, თქვენ შეძლებთ აისრულოთ დიდი ხნის ოცნება.

    მორიელი

    თქვენი სასიცოცხლო ენერგია იკლებს, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ნებისმიერი პრობლემიდან იოლი გამოსავალი მონახოთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. გირჩევთ, განმარტოვდეთ ან ბუნებაში, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენოთ. ბავშვებთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავეთ ძალისმიერი მეთოდებისგან.

    მშვილდოსანი

    ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მერკურის მფარველობა პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინოთ. ერთგული მეგობრისგან ღირებულ რჩევას მიიღებთ.

    თხის რქა

    გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა ამბავმა ან გარემოებათა ხელსაყრელმა დამთხვევამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შეატრიალოს. თუ ერთობლივ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზეს, ნუ დათანხმდებით – ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ინდივიდუალური საქმიანობა მოგიტანთ. მოულოდნელი სტუმრების ვიზიტმა შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ.

    მერწყული

    შესაძლებელია, დღეს უხერხული სიტუაცია შეიქმნას, რომელიც პირად ცხოვრებაში უარყოფით ცვლილებებს შეიტანს. შეიძლება, საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენზე ზეწოლა მოახდინოს. ეცადეთ რაც შეიძლება დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

    თევზები

    ქორწინებისთვის ხელსაყრელი დღეა. ზოგიერთი თევზის პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგალითად, ნიშნობა. სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით, რომელიც წარსულის სასიამოვნო მომენტებს გაგახსენებთ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !