More

    28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის. თუ მეგობრები ან პარტნიორები ერთობლივ პროექტში მონაწილეობას ან საქმიანობის სფეროს შეცვლას შემოგთავაზებენ, დათანხმება არ იჩქაროთ – ამ კვირას რადიკალურ ცვლილებებს უნდა ერიდოთ. ახალი პროექტის დაწყებამდე ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. დღის მეორე ნახევარში სასიცოცხლო პოტენციალის შემცირება გელით, რაც შეიძლება, ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

    კურო

    ამ დღეს ვარსკვლავები მიწასთან სიახლოვეს გირჩევენ. პროვოკაციების და განსაცდელების, ლოცვისა და ცდუნების დღეა. ეცადეთ, ქაოსსა და აურზაურს ერიდოთ. ეს რეალობის ობიექტურად შეფასების საშუალებას მოგცემთ. სიზმარში ჭექა-ქუხილი მომავალი უსიამოვნებების ნიშანია.

    ტყუპები

    სავარაუდოდ, ამ დღეს ბევრი საქმე გექნებათ. ოჯახში პრობლემები და უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. გირჩევთ, დაწყებული საქმის დროულად დასრულებაზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის მდგომარეობას, რადგან წინ კიდევ გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით.

    კირჩხიბი

    თქვენი ცხოვრებისეული აქტიურობის მორიგი ციკლი სიმშვიდის ძებნით გამოირჩევა. სწორედ სიმშვიდე გჭირდებათ, რათა მომხდარი ობიექტურად შეაფასოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. მოულოდნელმა უსიამოვნებამ შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაართულოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ, ვიდრე ოდესმე.

    ლომი

    ეს დღე ხელსაყრელია აქტიური დასვენების, ვარჯიშის ან ღია ცის ქვეშ მუშაობისთვის. სავარაუდოდ, მეგობრებთან დიდი კონფლიქტი გელით. თქვენი თავდაჯერება და პრინციპების დაცვა მათ გაღიზიანებას და პროტესტს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციებით არ იხელმძღვანელოთ. ბედი თავად გიკარნახებთ სწორ გამოსავალს.

    ქალწული

    დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის. სანამ ახალ ბიზნესპროექტს დაიწყებთ, ეცადეთ, გავლენიანი პირების მხარდაჭერა მოიპოვოთ. დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ სანერვიულოს მოგიტანთ. თქვენი ურთიერთობა შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით თუ ერთად გადალახავთ ამ სირთულეებს.

    სასწორი

    რთული დღე გელით. ეცადეთ, ყველა საქმეში თავშეკავება, წინდახედულება და საღი აზრი გამოიჩინოთ. შეამცირეთ ურთიერთობა, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. მოსალოდნელია მოტყუება ან აგრესია. გირჩევთ, დაგეგმილი შეხვედრები მომდევნო შაბათ-კვირისთვის გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ, მძიმე ფიზიკური დატვირთვა თავიდან აიცილოთ.

    მორიელი

    ეს დღე იმუნიტეტის დასუსტებასა და ავადმყოფობასთან ასოცირდება, ამიტომ სასურველია მშვიდი დასვენება, ზომიერი ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა. პროფილაქტიკური ზომები ბევრ პრობლემას აგაცილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულებრივზე უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ.

    მშვილდოსანი

    კრიტიკული დღეა. პირად ცხოვრებაში კონფლიქტური სიტუაციები ან არსებული ურთიერთობებით უკმაყოფილება გელით. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი, ძალის დაკარგვა და ცუდი განწყობა. გაითვალისწინეთ, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, პრობლემებისა და იმედგაცრუების გარდა, არაფერი მოგიტანთ.

    თხის რქა

    დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია – თქვენი სურვილებისა და გეგმების განხორციელებას წვრილმანები და გაუგებრობები ხელს შეუშლის. გამორიცხული არ არის ჩხუბი და უთანხმოება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ, რათა თქვენი ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს. დღის მეორე ნახევრიდან არახელსაყრელი ტენდენციები ნელ-ნელა მოიკლებს.

    მერწყული

    დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მსოფლმხედველობას გამოცდას მოუწყობს. გამორიცხული არ არის, რომ ახალი პრობლემები ან პასუხისმგებლობები დაგემატოთ. ფრთხილად იყავით – ცრუ ინფორმაციამ შეიძლება არასწორი მოქმედებები გამოიწვიოს. ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, გაუმართლებელ ხარჯვას მოერიდოთ და თქვენი ფინანსური ვალდებულებები არ დაივიწყოთ.

    თევზი

    ეს დღე ყოფიერების სიხარულს, სიყვარულს და ჰარმონიას განასახიერებს და უამრავ სიამოვნებას, გასართობს და სასიხარულო ცნობას გპირდებათ. ამ დღეს ბოროტი ადამიანებისგან ინტრიგები არ გემუქრებათ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !