More

    29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ვერძების წინაშე თავისუფალი თვითგამოხატვის ფართო სივრცე გადაიშლება. ბიზნესმენებს დაბრკოლებები ელით, რომლებსაც მხოლოდ სიტუაციის ფხიზელი და ობიექტური შეფასებით გაუმკლავდებით. ვერძ ქალებს რომანტიკული შეხვედრები ელით. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ.

    კურო

    ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, ადრე დაწყებული საქმის გაგრძელებისა და მიზნების მისაღწევად. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, ყველა ხაფანგის გადალახვას შეძლებთ. ეცადეთ, უმნიშვნელო პრობლემებზე დრო არ დაკარგოთ. მეგობრებთან „ფინჯან ყავაზე საუბარი“ შეიძლება თქვენი ფინანსური საქმეებისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

    ტყუპები

    კრიტიკული დღეა. სამსახურსა და სახლში არასტაბილური მდგომარეობაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და უიმედო პროექტებზე დრო არ დაკარგოთ. გირჩევთ, კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიუროთ – ყველა მცდელობის მიუხედავად, დაბრკოლებების გადალახვა გაგიჭირდებათ. ერიდეთ მეგობრებთან და კოლეგებთან დაპირისპირებას და თქვენი აზრების თავზე მოხვევას. მოსალოდნელია განწყობის უეცარი შეცვლა ან თავის ტკივილი. ინტიმური ურთიერთობების სფეროში ერიდეთ სარისკო მოქმედებებს.

    კირჩხიბი

    ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღად შეაფასოთ თქვენი მოლოდინები და პრეტენზიები პარტნიორების მიმართ და იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები დღის პირველი ნახევრისთვის არ დანიშნოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სწორ კვებას. თუ დილას სწორად დაგეგმავთ, საღამოს სიმშვიდეს და კმაყოფილებას იგრძნობთ.

    ლომი

    ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. მათ წინაშე სრული თვითგამოხატვის შესაძლებლობები გაიხსნება. დაბრკოლებების გადალახვაში შინაგანი სიმტკიცე, გამძლეობა, გამჭრიახობა და სიტუაციის სრულყოფილად შეფასება დაგეხმარებათ. ქალბატონებისთვის ხელსაყრელი დღეა. მათ რომანტიკული შეხვედრები ელით, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გრძელვადიან, სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.

    ქალწული

    უსმინეთ და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ. რთული სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ტაქტიკის შეცვლით და დროული ორიენტირებით შეძლებთ. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება.

    სასწორი

    ვარსკვლავების განლაგება კვლავ არახელსაყრელია. გაითვალისწინეთ, რომ მოუსვენარი ცხოვრების წესმა და დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება თქვენი სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეამციროს. მოსალოდნელია სირთულეები ახალ საქმეებში და საკუთარი მიზნების გადახედვა. არ არის გამორიცხული ფინანსური ზარალი. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და რისკებთან დაკავშირებულ საქმიანობას. ახლა ყველაზე მეტად კარგი დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ.

    მორიელი

    ამ დღეს შეძლებთ მშვიდად და მიუკერძოებლად შეაფასოთ სიტუაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ან კოლეგებთან პრეტენზიები გაქვთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, სასურველია, კარგად დაფიქრდეთ. ეს დღე ინდივიდუალურ შემოქმედებაში წარმატებას გპირდებათ.

    მშვილდოსანი

    ამ დღეს იზრდება სიცოცხლისუნარიანობა, სექსუალური ენერგია და ოპტიმიზმი. მშვილდოსან მამაკაცს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი, სასიხარულო ცნობა ან საჩუქარი ელის. შეიძლება, მშვენიერი სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, სასიყვარულო თავგადასავლებს თავი აარიდოთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.

    თხის რქა

    სავარაუდოდ, ამ დღეს შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ ან პროფესიული საქმიანობის სფეროს შეიცვლით. სწორი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ არ გაითვალისწინებთ ნათესავებისა და მეგობრების რჩევებს – ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოთ. შუადღისას მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ დასრულდება, თუ ტაქტიკის შეცვლას შეძლებთ.

    მერწყული

    ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი დრო სწორად დაგეგმოთ. ერიდეთ რისკს და ფიზიკურ დატვირთვას, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს. ამჟამად ყველაზე მეტად კარგი დასვენება გჭირდებათ.

    თევზები

    ხელსაყრელი დღეა მივლინებებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება. თუ ამ დღეს სამოგზაუროდ წასვლა შემოგთავაზეს, დათანხმდით – გზაში იღბალი, თავგადასავალი, შემოქმედებითი და პირადი გამარჯვებები გელით. ხანდაზმულმა ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობები გონივრულად უნდა შეაფასონ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !