More

    3 სიტუაცია, რომელშიც სფეისის სრწაფი ონლაინ სესხი დაგეხმარება

    spot_img

    გაიგე მეტი სფეის სესხის შესახებ.

    თუ ჯერ სფეისზე არ გსმენია, დროა შემოგვიერთდე! სფეისი არის პირველი ქართული ციფრული ბანკი, რომელიც გთავაზობთ ახალ და ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს, მათ შორის სწრაფ ონლაინ სესხს. ამისათვის რომ ისარგებლო სფეისის ონლაინ სესხით, უნდა იყო ჩვენი მომხმარებელი. გასფეისელება ძალიან მარტივია, და 5 წუთზე მეტს არ წაგართმევს. უბრალოდ გადმოიწერე აპლიკაცია შენს მობილურ ტელეფონში Apple App Store-დან ან Google Play Storeი-დან. დარეგისტრირდი ერთი სელფის გადაღებით, პირადობის მოწმობის ატვირთვით და პატარა კითხვარის შევსებით და ეგაა, შენ უკვე სფეისელი ხარ!

    სფეისის ონლაინ სესხის უპირატესობები

    სანამ დაპირებულ 3 სიტუაციას ჩამოგითვლი, მანამდე უცებ გაგაცნობ სფეისის ონლაინ სესხის ძალიან მაგარ პირობებს:

    – სფეისის სესხი შეგიძლია აიღო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს. შენი მობილური აპლიკაცია ყველა ადგილიდან 24/7-ზე მუშაობს.

    – ჩვენ არ გვაქვს ფილიალები. ყველაფერი ხდება მობილური ტელეფონიდან, ანუ თავს არიდებ ბანკში მისვლას და იქ კიდევ რიგში დგომას.

    – სფეისში გვაქვს სამომხმარებლო სესხი, და სესხის აღებისას არ გეკითხებით მიზეზს და არც უზრუნველყოფას ვითხოვთ, სესხი მთლიანად შენს განკარგულებაშია.

    სამომხმარებლო სესხის 100-50,000 ლარამდე შეგიძლია აიღო.

    – არ გვაქვს არანაირი საკომისიოები, მით უმეტეს წინსწრებით დაფარვის.

    ონლაინ სესხი თუ ღამე ბარში ფული შემოგაკლდა

    ალბათ ყველას გვქონია ისეთი სიტუაცია, როცა ღამე გვიან ბარში ვართ წასულები მეგობრებთან ერთად და კარგ დროს ვატარებთ. ასეთ დროს ხშირად გვავიწყდება ბარათზე რამდენი ფული გვიდევს და სწრაფად შემოგვეხარჯება ხოლმე. სხვის იმედზე რომ არ ვიყოთ, სფეისის სწრაფი სესხი ტელეფონიდან 5 წუთში შეგიძლია დაიმტკიცო, და არ შეწყვიტო გართობა!

    ონლაინ სესხი თუ უეცრად კონდიციონერი გაგიფუჭდა

    წარმოიდგინე ზაფხულის გაუსაძლისი ცხელი დღე, ხარ სახლში ბავშვებთან ერთად, და პარალელურად ონლაინ მუშაობ. უეცრად კონდიციონერი გიფუჭდება და ცხოვრება ნამდვილად გაუსაძლისი ხდება. ყველაფერთან ერთად ფინანსურად არ გაქვს საშუალება, რომ ახალი კონდიციონერი შეიძინო ამ თვეში, ან თუნდაც ხელოსანი გამოიძახო. ასეთ დროს სფეისის ონლაინ სესხი ყველაზე მეტად გამოგადგება.

    ონლაინ სესხი თუ ავტო საგზაო შემთხვევა მოგივიდა

    სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე გაუთვალისწინებელი პატარა ავტო-საგზაო შემთხვევები. მანქანა თუ დაზღვეული არ გყავს, ძალიან დიდ ხარჯებთან არის ასეთი შემთხვევები დაკავშირებული. ასეთ დროს სფეისის სწრაფი სესხი მისწრებაა. ონლაინ სესხი შეგიძლია 50,000 ლარამდე მოითხოვო, და შენი მანქანა სრულად შეაკეთო.

    იმედია, რომ ასეთ სიტუაციაში არ მოხვდები, მაგრამ თუ არ გაგიმართლა, სფეისი შენს გვერდით იგულე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !