More

    30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    spot_img

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას მოახერხებთ, თუ სიტუაციის სწორად შეფასებას და საჭირო დროს ტაქტიკის შეცვლას შეძლებთ. სავარაუდოდ, პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ სირთულეებს ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. ოფიციალური პირების ან კოლეგების შეცდომები მიზნისკენ სვლას გაართულებს.

    კურო

    აუხდენელი იმედებისა და ცრუ მოლოდინების დღეა. ახლობელმა შეიძლება არასწორი რჩევა მოგცეთ და პროფესიული საქმიანობის სფეროშიც შეცდომები გელით. მოსალოდნელია განწყობის უეცარი შეცვლა, თავის ტკივილი ან მოწამვლა. ინტიმურ ურთიერთობებში ეცადეთ, თავიდან აიცილოთ დაუოკებელი ვნებები და სარისკო მოქმედებები.

    ტყუპები

    სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დღეს ხელსაყრელი ბიზნესწინადადება მიიღოთ. საყვარელი ადამიანი ღირებულ რჩევას მოგცემთ ან თანამოაზრეების ბიზნესის წარმატებით გაგრძელების შესაძლებლობას მონახავს. მათ, ვინც ახალ ბიზნესპროექტზე ფიქრობენ, უნდა მოიპოვონ დასტური გავლენიანი პირებისგან და ფინანსური მხარდაჭერაც ექნებათ. ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვებისა და ადრე დაწყებული საქმის გასაგრძელებლად. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

    კირჩხიბი

    არახელსაყრელი დღეა. მგრძნობიარე ნერვული სისტემის მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. თვითმყოფადობისა და ექსტრავაგანტურობის მოყვარულებს ვურჩევთ, რომ ინდივიდუალურობის გამოხატვაში ზომიერება დაიცვან.

    ლომი

    პლანეტების არახელსაყრელი განლაგება, სავარაუდოდ, ფინანსურ სირთულეებს ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები ან სხვა ადამიანების შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც მოგიწევთ, მიზნისკენ სვლას გაართულებს. მოულოდნელი უსიამოვნება სასიყვარულო ურთიერთობებს დროებით დაგავიწყებთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების ჯანმრთელობას.

    ქალწული

    მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, გაუთვალისწინებელი ხარჯები და უსიამოვნო სიახლე. სხვისი შეცდომების გამო მუშაობის დროს პრობლემები შეგექმნებათ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ. ამ ღამეს წინასწარმეტყველური სიზმრები გელით.

    სასწორი

    აქტიური საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე და ზოგადად, შემდგომ ბედზე აისახება. იყავით მომთმენი, ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს. კეთილსინდისიერება, საკუთარ სიმართლეში პარტნიორის დარწმუნების უნარი და კომუნიკაბელურობა რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

    მორიელი

    ამ დღეს თქვენი სიცოცხლისუნარიანობა იზრდება, რაც საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ. ეს დღე უამრავ სიამოვნებას გპირდებათ, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. თქვენი იმედებისა და გეგმების განხორციელებას გავლენიანი ადამიანების და უზენაესი ძალების ხელშეწყობა ექნება. გამჭრიახობა და სწრაფი რეაქცია დაგეხმარებათ, ბოროტი და შურიანი ადამიანების ინტრიგები თავიდან აიცილოთ.

    მშვილდოსანი

    ეს დღე ხელსაყრელია ფულის დაგროვების, ადრე დაწყებული საქმის გაგრძელებისა და მიზნების მისაღწევად. ალბათ, დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. არ არის გამორიცხული, რომ ხელსაყრელი ბიზნესშეთავაზება მიიღოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი ღირებულ რჩევას მოგცემთ.

    თხის რქა

    არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოთ – საკუთარმა ამბიციებმა შეიძლება მახეში გაგაბათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გართულება.

    მერწყული

    ეს დღე იმედგაცრუებას განასახიერებს. კეთილდღეობისკენ მიმართული პროექტი, რომელსაც დიდი იმედებით ქმნიდით, შეიძლება, ჩამოგეშალოთ და იმედგაცრუებული დარცეთ იმ ადამიანისგან, რომელიც აქამდე საიმედოდ მიგაჩნდათ. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უცხო ადამიანების მხრიდან გექნებათ.

    თევზები

    ჰარმონიის, მშვიდობისა და მოვლენების სწორი მიმდინარეობის დღეა. ოჯახის წევრების მხრიდან სრული გაგება და მხარდაჭერა გელით. ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან, მიხვდეთ, რა გაკლიათ ოჯახში სრული ბედნიერებისთვის და რა უნდა შეცვალოთ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !