More

    321 თბილისი, 121 იმერეთი – ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

    spot_img

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. 

    ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

    • თბილისი – 321 შემთხვევა
    • აჭარა – 33
    • იმერეთი – 121
    • ქვემო ქართლი – 27
    • შიდა ქართლი – 52
    • გურია – 9
    • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78
    • კახეთი – 42
    • მცხეთა-მთიანეთი – 16
    • სამცხე-ჯავახეთი -23,
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, რომელთაგან 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

    ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

    სულ 6 ოქტომბრიდან – 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 091 პირი.

    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი.

    ინფორმაციისთვის, ქვეყანაში დადასტურებულია 256 287 შემთხვევა. საერთო ჯამში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 3 127 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რაოდენობა 246 459-მდე შეადგენს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

    ჯანმო: კორონავირუსის აღმოფხვრა ძნელი იქნება

    723 ინფიცირება, 932 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here