More

    340 თბილისი, 89 იმერეთი – ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

    spot_img

    დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი დედაქალაქში დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

    • თბილისი – 340
    • აჭარა – 33
    • იმერეთი – 89
    • ქვემო ქართლი – 31
    • შიდა ქართლი – 49
    • გურია – 21
    • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70
    • კახეთი – 75
    • მცხეთა-მთიანეთი – 20
    • სამცხე-ჯავახეთი -12
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, რომელთაგან 2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

    მძიმე პაციენტია 670 პირი. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პაციენტი.

    347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

    სულ 6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.

    ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი.

    ინფორმაციისთვის, ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 255 564-ს შეადგენს.

    გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე, ხოლო გარდაცვლილია 3 108 ადამიანი.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    742 ინფიცირება, 1081 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

    ლევან რატიანი: ჩემი ოჯახი ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს

    დავით ზალკალიანს COVID-19 დაუდასტურდა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here