More

    6 თებერვალს, კომენტანტის საათის წინააღმდეგ აქცია იგეგმება

    spot_img

    სოციალურ ქსელ  facebook-ში შეიქმნა ღონისძიება, სადაც 6 თებერვალს რესტორნების პროტესტთან ერთად, კომენდანტის საათის გაპროტესტებაც იგეგმება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიაა“, რომელსაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სხვადასხვა ორგანიზაცია უერთდება.

    „როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას
    და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!

    შაბათს, 6 თებერვალს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

    საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის

    20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!“ -წერია განცხადებაში

    ინფორმაციისთვის, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ.

    იხილეთ აგრეთვე:

    „თუ შეუძლია იმუშაოს ერთს, რატომ არ შეუძლია იმუშაოს მეორეს?“ – შოთა ბურჯანაძე სასტუმროს რესტორნებსა და ჩვეულებრივ რესტორნებზე

    6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ

    „მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს“ – ნათია თურნავა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here