More

    669 ინფიცირება, 637გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

    spot_img

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

    „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 29 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

    ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით.

    ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 247 096-მდე“, – განაცხადა სიჭინავამ.

    👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

    👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    👉 102 მლნ ინფიცირებული – პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

    👉 WHO: კაცობრიობა COVID 19-თან ომში არ მარცხდება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here