More

    7 ნოემბერსა და 20 ივნისს რომ ერთმანეთთან აკავშირებენ, ეს არ ეყო მავანს და ახლა გადაწყვიტეს, 26 მაისის დაძაბულობის ინსცენირება? – ირაკლი ლატარია

    spot_img
    ექსპერტი ირაკლი ლატარია
Digest.ge

    ექსპერტი ირაკლი ლატარია თბილისში, რუსთაველის გამზირზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, თუ რას ნიშნავს 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლის მცდელობა:

    „პატრიოტიზმით შეფუთული დესტაბილიზაცია“. გავიგეთ, რომ ებრძვიან ინვესტიციებს. გავიგეთ, რომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას. გავიგეთ, რომ ებრძვიან კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის გასხვისებას. გავიგე, რომ ებრძვიან ქვეყნის შემოსავლებს. ეს ყველაფერი გავიგე და არც არასოდეს შევხებივარ გოლეთიანის აქციას მკაცრი მითითებებით, რადგან ნებისმიერი პროტესტი არის პროტესტი და კი ბატონო, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ კონკრეტულ ქმედებებს, მაგრამ ვერ გავიგე და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რას ნიშნავს 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიების ჩაშლის მცდელობა?

    7 ნოემბერსა და 20 ივნისს, რომ ერთმანეთთან აკავშირებენ ეს არ ეყო მავანს და ახლა გადაწყვიტეს 26 მაისის დაძაბულობის ინსცენირება? პარალიზებაო და შეასრულეს, კი ბატონო, თბილისი პარალიზებულია და სიტყვა არ დამიძრავს, რადგან მაინც იქით მივდივარ, რომ პროტესტია და ყველას აქვს ამის უფლება, მაგრამ უკვე გადავიდნენ მასშტაბურ პროვოკაციებზე? მიპასუხეთ გთხოვთ, იმ ადამიანებმა მიპასუხეთ, ვინც დღევანდელი აქციის შემფასებლები და ამავე დროს მხარდამჭერები ხართ:

    26 მაისს, რომ აღლუმზე კი არა, თურმე აქციაზე უნდა მიხვიდე, ამას რა ჰქვია? მიპასუხეთ, ეს რას ნიშნავს?
    26 მაისის საწინააღმდეგო აქციას მართავთ? არ ვიცი ამ ყველაფერს რა შეიძლება ვუწოდო და ვინც აღნიშნულს ამართლებთ, დავიჯერო საქართველო და მისი მომავალი გადარდებთ? პს: ისე, ნაცებსაც კი არ უკადრებიათ 26 მაისის ჩაშლა. სირცხვილია!!!“ – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !