More

    723 ინფიცირება, 1407 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

    spot_img
    დადებითი

    საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1407 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

     

    კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 343603-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 326423 პირი.

    დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,86%, ბოლო 14 დღის – 3,46%, ბოლო 7 დღის – 2,85%.

    აგრეთვე, 30 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.

    ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !