More

    „9 წლის ასაკიდან 15 წლამდე იმ პანსიონიდან გამოქცევას ცდილობდა“ – პატარაია პანსიონატიდან წამოსულ ბიჭზე

    spot_img
    ბაია პატარაია

    უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან წამოსულ ბიჭს შეხვდა.

    „ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოქცეული ბიჭი ვნახე. გადაცემისთვის ჩამოვიდა თბილისში და იქ მივაკითხე. მანქანაში “ვა, რა ნაცნობი სახეების” შეძახილით ჩამიჯდა და მერე მომიყვა, რომ ადრეც ვუნახივარ და სად და როგორ. საერთო ნაცნობებიც გვყოლია. ისეთი ცოცხალი ადამიანია, იმ მოკლე დროში იმდენი რამე მომიყვა, რაღაცები დავგეგმეთ კიდეც. ძალიან მიზანდასახულია. მანამდე რომ ვეუბნებოდი შენი ვინაობა სუსმა და საპატრიარქომ უკვე იცის და დიდი შანსია ხალხი მოგიგზავნონ-თქო, მეუბნებოდა, არ მეშინიაო, მარტო ხომ არ ვარო, ვიცი, ვინც მიდგახართ ზურგშიო.

    მოკლედ, დაღლილი მივედი მის სანახავად და გაცოცხლებული წამოვედი. სულ არ მიკვირს რომ 9 წლის ასაკიდან 15 წლამდე იმ პანსიონიდან გამოქცევას ცდილობდა. ასეთი ცოცხალი იმ დილეგში როგორ დაეტეოდა?!

    ტელეფონი მივუტანე, თავისი არ ვარგოდა იმ პროგრამების გადმოსაწერად, რომელიც მისივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

    მისგან კი დიდი იმედი და მოტივაცია წამოვიღე, რომელსაც ხვალ შუქრუთელებთან წავიღებ.

    ბიჭს ფორმულაზე უყურეთ, ჯერ ისევ სახის დაფარვით და მალე მის გარეშეც – ის არსებობს, ის გადარჩენილია და სხვა ბავშვების გადარჩენისთვის იბრძვის“,- წერს პატარაია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !