იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari
Avia.ge საქართველოში არსებული ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ემიგრანტთა საჭიროებებს ეხმიანება. ინიციატივა ეხება მოთხოვნას ბარიდან (იტალია) პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ. პლატფორმაზე უკვე მუშაობს სპეციალურად შექმნილი გვერდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გამოხატოს მხარდაჭერა და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება.
ქართველებისთვის, ქალაქი ბარი დიდი ხანია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ და მუშაობენ. თუმცა ამ დროისათვის საქართველოსა და ბარს შორის პირდაპირ ფრენები არ არსებობს. ეს რეალობა კი იწვევს ფინანსურ და ემოციურ სირთულეებს ათასობით ადამიანისთვის, რომელთაც სურთ, დროულად და მარტივად დაბრუნდნენ სამშობლოში.
Avia.ge გამოდის ინიციატივით, რომელიც ემიგრანტების საჭიროებებს პასუხობს. სპეციალურად შექმნილი ონლაინ მანიფესტის მეშვეობით, გვინდა ავიაკომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს დავანახოთ, რომ პირდაპირი ფრენები ბარიდან საქართველოში არა მხოლოდ სურვილი, არამედ საჭიროებაა!
ეწვიეთ შემდეგ ბმულს და დააფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა: 🔗 https://avia.ge/petition-flights-from-bari/
ეს არის მოწოდება ყველასთვის, ვისაც სურს გაუმარტივოს მოგზაურობა ემიგრანტებს, რათა მარტივად დაბრუნდნენ სამშობლოში. თქვენი ხმა გადამწყვეტია!