მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.
დონორი მისი მეგობარი, მუსიკოსი გიორგი მახარაშვილი იყო.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებულის შემდეგ, მათ მიმართ საზოგადოების ყურადღება გაიზარდა.
ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში, მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“დათო გამოწერეს კლინიკიდან! გიორგი მახარაშვილმა სიცოცხლე აჩუქა! არ არსებობს სიტყვა, რომელიც ჩემს მადლიერებას გადმოსცემს!
დიდი მადლობა Medical Park Hospital-ის უძლიერეს, პროფესიონალ ექიმებს, რომლებმაც ურთულესი ოპერაცია შეასრულეს, წარმატებულად.
მადლობა ლიზა ბაგრატიონს, რომ ამ პროფესიონალების ხელში აღმოგვაჩინა, Dako Nesuashvili!”, – წერს ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში.
Facebook კომენტარები