Site icon საინფორმაციო სააგენტო newsone.ge

ყველაზე შთამბეჭდავი მიმართულებები სამოგზაუროდ 

traveling in europe

ევროპა ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ისტორიული ძეგლებითა და ულამაზესი ხედებით. აღსანიშნავია, რომ  საქართველოდან პირდაპირი ფრენები არაერთ ევროპულ ქალაქში სრულდება, რაც ქართველ ტურისტებს საშუალებას აძლევს კომფორტულად და ბიუჯეტურად მოინახულონ ეს ადგილები. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე ლამაზ ქალაქს, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და დატკბეთ მათი მრავალფეროვნებით. 

იმისათვის, რომ მოგზაურობის დაგეგმვა უფრო სასიამოვნო იყოს, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია ავიაბილეთების ბიუჯეტურ ფასად შეძენა, რაც სრულიად შესაძლებელია. ამისათვის უნდა გაითვალისწონოთ 5 რჩევა avia.ge-სგან ავიაბილეთების შესაძენად . ახლა კი განვიხილოთ ევროპის გამორჩეული ქალაქები, სადა მოგზაურობა დიდ სასიამოვნო მოგონებას დაგიტოვებთ.

1. პარიზი, საფრანგეთი

პარიზი სიყვარულის და ხელოვნების ქალაქია, რომელიც ცნობილია ეიფელის კოშკით, ლუვრის მუზეუმით და მონმარტის უბნით. მდინარე სენაზე გასეირნება და საფრანგეთის გამორჩეული სამზარეულოს დაგემოვნება ყველა ვიზიტორს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. საქართველოდან პარიზში პირდაპირი ფრენები, ამარტივებს თქვენი ოცნების ქალაქის მონახულებას.

2. მიუნხენი, გერმანია

გერმანიის კულტურისა და ბავარიული არქიტექტურის გულში მდებარე მიუნხენი ცნობილია თავისი უნიკალური ატმოსფეროთი. მარიენპლაცის მოედანი, ნიმფენბურგის სასახლე და ბავარიული ლუდის ბარები აუცილებლად სანახავი ადგილებია. მიუნხენი იდეალურია როგორც ისტორიული ძეგლების მოყვარულთათვის, ისე ბუნებით დაინტერესებული მოგზაურებისთვის.

3. ვენა, ავსტრია

ვენა კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების მექაა. ქალაქი ცნობილია მისი საოცარი არქიტექტურით, მაგალითად, ვენის ოპერით და შონბრუნის სასახლით. ტკბილეულობის მოყვარულებს შეუძლიათ დააგემოვნონ ავსტრიული "ზახერის ტორტი", რომელიც ვენის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

4. მილანი, იტალია

მილანი მოდისა და ხელოვნების ცენტრად ითვლება. ქალაქი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა დუომოს ტაძარი და ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობა." მილანი ასევე იდეალურია შოპინგისთვის და იტალიური სამზარეულოს დასაგემოვნებლად.

5. ათენი, საბერძნეთი

ათენი ისტორიისა და მითოლოგიის ქალაქია. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ აკროპოლისი, პლაკას უბანი და უძველესი ბერძნული კულტურის სხვა ძეგლები. საბერძნეთის სამზარეულო და ხმელთაშუა ზღვის თბილი კლიმატი ათენს იდეალურ ტურისტულ მიმართულებად აქცევს.

ამ ქალაქების მონახულება, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების წყალობით, ხელმისაწვდომი და მარტივია. ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები გთავაზობთ დაუვიწყარ გამოცდილებას და უამრავ შთაბეჭდილებას. მოემზადეთ თქვენი შემდეგი დაუვიწყარი მოგზაურობისთვის!

რატომ არის მოგზაურობა მნიშვნელოვანი ?

Facebook კომენტარები
Exit mobile version