Site icon საინფორმაციო სააგენტო newsone.ge

ავიაბილეთები 79 ლარიდან, როგორ დავჯავშნოთ ?!

iafi frenebi

მოგზაურობა შესანიშნავი გამოცდილებაა, თუმცა, დამეთანხმებით, ეს ყოველივე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველა მოგზაურისთვის ფინანსების დაზოგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თუ გსურთ, რომ თვითმფრინავის ბილეთები იაფად შეიძინოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ბიუჯეტურად მოგზაურობაში.

1. თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა წინასწარ

თვითმფრინავის ბილეთები -ს დაბალ ფასად შეძენა ხშირად წინასწარ დაჯავშნით არის შესაძლებელი. უმჯობესია, ფრენამდე მინიმუმ 1.5-2 თვით ადრე დაგეგმოთ მგზავრობა, რადგან ეს გაძლევთ შანსს, მიიღოთ ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებები ავიაკომპანიებისა და სააგენტოებისგან.

2. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები

ყველასთვის ცნობილია, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები მგზავრებს უფრო იაფ ფრენებს სთავაზობენ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ავიაკომპანიები ზოგჯერ დამატებით საფასურს ითხოვენ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ბარგი, კვება და სხვა სერვისებზე.

3. იმოგზაურეთ მხოლოდ ხელბარგით

თუ შესაძლებელია, იმგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები. ბევრი ავიაკომპანია ჩასაბარებელ ბარგზე დამატებით საფასურს ითხოვს, ხოლო ხელბარგი ჩვეულებრივ ავიაბილეთის ღირებულებაში შედის. სწორედ ასე შეგიძლიათ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად.

4. აირჩიეთ არასეზონური პერიოდი

ზაფხულსა და ზამთრის დღესასწაულების პერიოდში ავიაბილეთების ფასები მოთხოვნის გამო იზრდება. თუ საშუალება გაქვთ, იმოგზაურეთ ნაკლებად დატვირთულ თვეებში, რათა კიდევ უფრო დაზოგოთ ფინანსები.

5. იფრინეთ სამუშაო დღეებში

თუ დააკვირდებით, ფრენები შაბათ-კვირას უფრო ძვირია, ვიდრე კვირის სამუშაო დღეებში, რადგან მოთხოვნა უფრო დიდია. იაფი ფრენებისთვის უმჯობესია იმგზავროთ სამშაბათსა და ოთხშაბათს, როდესაც მოთხოვნა შედარებით დაბალია.

6. სწორად შეარჩიეთ ფრენის დრო

დღის მონაკვეთსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ავიაბილეთების ფასზე. საღამოსა და შუადღის ფრენები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე დილის ან გვიან ღამის რეისები. ამ რჩევის გათვალისწინებით, შეგიძლიათ გაამარტივოთ თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა.

7. შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთად

თუ უკვე იცით დაბრუნების თარიღი, უმჯობესია, ერთდროულად დაჯავშნოთ ორმხრივი ავიაბილეთები. ეს ხშირად უფრო იაფია ვარიანტია, ვიდრე ცალ-ცალკე შეძენა.

8. განიხილეთ ტრანზიტული რეისები

ზოგჯერ ტრანზიტული რეისები უფრო იაფი არჩევანია, ვიდრე პირდაპირი ფრენები. ასევე შეგიძლიათ იმგზავროთ ახლომდებარე ქალაქამდე და იქიდან სხვადასხვა მოსახერხებელი ტრანსპორტით განაგრძოთ გზა დანიშნულების ადგილამდე.

9. გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო სისტემები

ავიაბილეთების შესადარებლად და საუკეთესო ფასების მოსაძებნად გამოიყენეთ საძიებო სისტემები. https://avia.ge/ ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაფილტროთ ფრენები ფასის, თარიღისა და ავიაკომპანიის მიხედვით. მისი გამოყენებით, თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა გაცილებით მარტივია და შეძლებთ იპოვოთ საუკეთესო ვარიანტი.

მხოლოდ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად, მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

Facebook კომენტარები
Exit mobile version