შეუძლებელია, რომ თანამედროვე სამყაროში SEO-ს როლი ვერ დაინახოთ. მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, ყველა სერვისმა ციფრულ გარემოში გადაინაცვლა, მნიშვნელოვანია, კონკრეტული ბიზნესი ონლაინ როგორ პოზიციონირებს.
ამაში გადამწყვეტი როლი კი სწორედ ოპტიმიზაციას ენიჭება. კომპანიები ცდილობენ, რომ საუკეთესო SEO მომსახურება აირჩიონ. ამ შემთხვევაში, უდიდესი ყურადღება კონკრეტული სააგენტოს შედეგებს ექცევა და ეს სწორიცაა.
ქართულ ბაზარზე ბიზნესისთვის რეალური ფინანსური ღირებულების შექმნასა და შედეგზე ორიენტირებული ერთ-ერთი გამორჩეული სააგენტო არის 10xSEO. მის ნაყოფიერ საქმიანობაზე არაერთი წარმატებული პროექტი მეტყველებს.
საერთაშორისო გამოცდილებით გამყარებული სისტემური მიდგომა
10xSEO-ს ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ მუშაობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე – მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
აღსანიშნავია შედეგი, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული E-commerce პროექტის შემთხვევაში მიაღწიეს. კომპანია პროდუქციას სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის აწარმოებს და ისეთი მსხვილი მოთამაშეების კონკურენტია, როგორიცაა, მაგალითად, Sony. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, SEO სტრატეგია AI ტენდენციებთან შეხამებულ საკვანძო სიტყვების გამოყენებას დაეყრდნო. best AI + კატეგორიის სახეობა – სწორედ ეს აღმოჩნდა ის ზუსტი ხაზი, რომლმაც ძალიან გაამართლა. დროთა განმავლობაში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ქივორდების ძიება გაიზარდა, რამაც შემდეგი შედეგი გამოიღო:
- ორგანული ტრაფიკი 11 თვეში გაორმაგდა;
- სამჯერ გაიზარდა ე.წ. „იმფრეშენები“;
მომხმარებლები პროდუქტებს AI კომპონენტით უკვე ეძებდნენ, რასაც SEO-მ სწორ დროს უპასუხა.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ტრაფიკი რეალურ გაყიდვებად იქცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ SEO-მ ბიზნესს ფინანსური მოგება მოუტანა.
ადგილობრივი ბიზნესი, რომელიც „ჩრდილიდან“ ლიდერობამდე მივიდა
ერთ-ერთი ქართული პროექტი, რომელიც საწყის ეტაპზე Google-ის საძიებო სისტემაში თითქმის არ ჩანდა, ორგანულ ტრაფიკში რეალურ ლიდერად მხოლოდ ოთხ თვეში იქცა.
SEO-ს სწორმა სტრუქტურამ და ბრენდინგის პოზიციონირებამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ახლა მომხმარებლები Google-ში ინფორმაციას ეძებენ საკვანძო სიტყვებით: „საუკეთესო + კომპანიის სახელი“ და 10xSEO-ს პარტნიორამდე მიდიან. ეს ნიშნავს, რომ SEO-მ ბრენდის აღქმა მთლიანად შეცვალა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც სრულიად ახალ, JavaScript-ზე დაწერილ ვებ გვერდს უკავშირდება. ჩვეულებრივ, ახალი დომენის ინდექსაციასა და ავტორიტეტის მოპოვებას დიდი დრო სჭირდება, თუმცა ოთხ თვეში პროექტმა მიაღწია თვეში 4000 ვიზიტორს. ეს ძალიან კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ახალ საიტს პირველი 1000 ვიზიტორის მისაღებად შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს.
ერთ-ერთი პროექტის მიზანი ორგანულ ტრაფიკში კონკურენტის გადასწრება და ქართულ ბაზარზე ლიდერობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის კონკურენტს ორჯერ მეტი ვიზიტორი ჰყავდა, სწორმა ქივორდ სტრატეგიამ, ტექნიკურმა SEO-მ და backlink-ოპტიმიზაციამ პროექტი პირველ ადგილზე აიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ კომერციულ საკვანძო სიტყვაზე CTR 15%-დან 40%-მდე, მხოლოდ პოზიციის პირველ ადგილზე გადასვლისას, გაიზარდა. ეს კი პირდაპირ აისახა გაყიდვებზე.
Local SEO, როგორც რეალური გაყიდვების წყარო
ლოკალური SEO-ს სწორად გამოყენებით, კონკრეტულ ბიზნესს Google My Business-ზე მხოლოდ პირველ ორ თვეში, 1500 რეალური ზარი დაემატა. ეს უბრალოდ ვიზიტორები არ არის – ესაა რიცხვები, რომლებიც პირდაპირ გაყიდვებად იქცევა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი მხოლოდ ერთი ლოკაციით დადგა და არა მთელი ქსელით.
SEO, როგორც ფინანსური ინვესტიცია
თანამედროვე სამყაროში SEO ერთადერთი ციფრული არხია, რომელიც შესაძლებელია, რომ ბიზნესის სტაბილური შემოსავლის წყაროდ გადაიქცეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციაზე გამოცდილმა გუნდმა იმუშაოს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო 10xSEO-ში მხოლოდ რიცხვები არ აინტერესებთ – არამედ ის, თუ რის მოტანა შეუძლია ამ რიცხვებს ბიზნესისთვის რეალურად.
წარმატების ფორმულა – მხოლოდ შედეგებზე ორიენტირებული პარტნიორობა
10xSEO მხოლოდ იმ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომელთა სერვისიც რეალურ ღირებულებას ქმნის და საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან.
სააგენტო თავდაპირველად უფასო seo აუდიტს ატარებს, რათა კონკრეტული ბიზნესის ვებ გვერდი შეფასდეს. სწორედ ამ დროს დგინდება, რა სახის პრობლემები არსებობს, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი და ზოგადად, როგორი პოტენციალი აქვს საიტს.
თუ ზუსტად არ იცით, რა სახის SEO მომსახურება გჭირდებათ, ამ შესაძლებლობით, ნულოვანი დანახარჯით ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რაც თქვენი კომპანიის განვითარებისთვის აუცილებელია. რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ – შესაძლოა თქვენი კონკურენტები სეო-ს უკვე იყენებდნენ, ამიტომ თქვენს სწრაფად უნდა იმოქმედოთ.

