ბოლო წლებში ქალაქის ცენტრში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე გამოწვევას აწყდება – შეზღუდული სივრცის გამო, მწვანე ეზოები და საერთო რეკრეაციული ზონები ხშირად სამშენებლო ფართობის ხარჯზე მცირდება. დეველოპერების უმეტესობა, რომლებიც ცენტრალურ ლოკაციაზე მაქსიმალურად მეტი კვადრატული მეტრის ათვისებას ცდილობენ, გამწვანებასა და ბავშვთა სათამაშო სივრცეებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. შედეგად კი, ოჯახებს ბინის შერჩევისას ხშირად უწევთ ქალაქის ცენტრში ცხოვრების უპირატესობების მიღებასთან ერთად, იმ გარემოს დათმობა, რომელიც მამნიშვნელოვანია.
„კოორდინატის’’ კომპლექსი გამოირჩევა იმით, რომ აქ მწვანე ეზო პროექტის ის მთავარი საფუძველია, რომლის გარშემოც მთელი არქიტექტურული კონცეფცია ჩამოყალიბდა. ბავშვთა სათამაშო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები ისეა დაგეგმილი, რომ მაცხოვრებლებს ყოველდღიური დასვენებისა და ბავშვების უსაფრთხო გარემოში თამაშისთვის კომპლექსის ტერიტორიის დატოვება არ დასჭირდეთ.
მშენებარე ბინები ორთაჭალაში და მიმდებარე გარემო: სკოლები, სერვისები, ინფრასტრუქტურა
მშენებარე ბინები ორთაჭალაში საინტერესო არჩევანია არა მხოლოდ თავად საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციის, არამედ მისი მდებარეობის გამოც. ორთაჭალა თბილისის ცენტრთან ახლოს მდებარე უბანია, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად ისარგებლონ ცენტრალური ინფრასტრუქტურით და შედარებით მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი. ალბათ ზუსტად ეს ბალანსი განასხვავებს ამ უბანს ქალაქის სხვა ცენტრალური ლოკაციებისგან, სადაც ინტენსიური განაშენიანება ხშირად ცხოვრების ხარისხზეც აისახება.
ბავშვიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა აუცილებელი სერვისები. რაც უფრო მოკლეა ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტი, მით უფრო კომფორტულია ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება. ორთაჭალა კი დღეს ის უბანია, სადაც მსგავსი ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში ვითარდებოდა და დღესაც ფართოვდება. ამიტომ, „კოორდინატის’’ მაცხოვრებლებს ზემოთ ჩამოთვლილი საჭიროებებისთვის ქალაქის მეორე ბოლოში გადაადგილება არ უწევთ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიური კომფორტი მხოლოდ სკოლებისა და კლინიკების სიახლოვით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარშემო სავაჭრო და კვების ობიექტების სიახლოვე. ორთაჭალის მდებარეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან კი ამ მხრივაც მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის.
ბინის როგორი დაგეგმარება სჭირდება თანამედროვე ოჯახს?
ოჯახისთვის, სადაც რამდენიმე თაობა ან ბავშვები ერთად ცხოვრობენ, სივრცის სწორად დაგეგმარება ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ორი ერთნაირი ფართობის ბინა სრულიად განსხვავებულად შეიძლება აღიქმებოდეს – ერთ შემთხვევაში ფუნქციური განაწილება ყოველდღიურობას ამარტივებდეს, მეორე მხრივ კი არასწორი პროექტი მუდმივ დისკომფორტს ქმნიდეს. ამიტომ, ბინის არჩევისას ოჯახები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ შემდეგ დეტალებს: რამდენად იზოლირებულია საძინებლები საერთო ზონებისგან, რამდენად პრაქტიკულია ოთახების განლაგება და რამდენად მოსახერხებელია მათი ყოველდღიურად გამოყენება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აივანი და დასასვენებელი სივრცეც. ადგილი, სადაც შესაძლებელია დილით ყავის დალევა, მცენარეების მოვლა, წიგნის კითხვა ან უბრალოდ რამდენიმე წუთით განტვირთვა. ამასთან ერთად, მუდმივად მაღალია მოთხოვნა სტუდიოს ტიპის მისაღებსა და სამზარეულოზე, რომელიც ოჯახის წევრებს ყოველდღიური საქმეების პარალელურად მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს და სახლს ვიზუალურად უფრო ფართოსა და ნათელს ხდის.
ამ პრინციპებს ეფუძნება „კოორდინატის’’ დაგეგმარების ლოგიკაც და აქედან გამომდინარე, ეს მშენებარე ბინები ორთაჭალაში საინტერესო არჩევანია მათთვის, ვინც წინასწარ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად კომფორტული და პრაქტიკული იქნება კონკრეტული საცხოვრებელი კომპლექსი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად ადვილად მოერგება ბინა ოჯახის საჭიროებების ცვლილებას დროთა განმავლობაში.
რატომ არის რეკრეაციული ზონა ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
დღეს ადამიანები სახლში გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. დისტანციურმა მუშაობამ, მოქნილმა სამუშაო გრაფიკმა და ცხოვრების შეცვლილმა რიტმმა საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბინის არჩევისას ყურადღება მხოლოდ ლოკაციასა და ტექნიკურ მახასიათებლებზე აღარ მახვილდება და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისიც, როგორი გარემო ხვდება მაცხოვრებელს ბინის ზღურბლს მიღმა და რამდენად მარტივად არის შესაძლებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დასვენება, სეირნობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.
ამ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ რეკრეაციული სივრცე საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი უპირატესობა გახდა. განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახებისთვის და მათთვის, ვინც ბინას საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ყიდულობს. გამწვანებული ეზო, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ზონები და ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცეები ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც თავად ბინის დაგეგმარება.
ზუსტად ამ ტენდენციას პასუხობს „კოორდინატიც’’. კომპლექსის დაახლოებით 1 ჰექტარზე გაშლილი რეკრეაციული ზონა პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ასეთი მასშტაბის ეზო ცენტრალურ ლოკაციაზე ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობაა, რადგან ის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის ცენტრთან ახლოს ყოფნის პარალელურად, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჰქონდეთ ადგილი განტვირთვისთვის. საბოლოოდ კი ეს მიდგომა ქმნის განსხვავებას იმ საცხოვრებელ პროექტებს შორის, სადაც საერთო სივრცე მხოლოდ ფორმალურად არის გათვალისწინებული, და იმ კომპლექსებს შორის, სადაც რეკრეაცია თავიდანვე დაგეგმილი კონცეფციის ნაწილად არის ჩაფიქრებული.

