More

    Contrepoints: საქართველოში მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა

    spot_img

    საქართველოს დემოკრატია დღეს მყარად დგას ფეხზე, როგორც ცხადყოფს სამჯერ ზედიზედ ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ევროპარლამენტმა უმაღლესი შეფასება მისცა. მმართველი პარტიის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან იმ დროს, როცა ეს კავკასიური რესპუბლიკა უფრო ახლოსაა ნატოსა და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე,- გამოცემა „contrepoints“ სტატიას სახელწოდებით „საქართველო – მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა“ აქვეყნებს.

    როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის დიდი რუდუნებით შექმნილი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარტიამ 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ სამუდამოდ ტოვებს პოლიტიკას და ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.

    მისი თქმით, თბილისის თანმიმდევრული მცდელობები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით მარტივი ასახსნელია, ვინაიდან ქართულ პოლიტიკაში არსებული მთავარი დაძაბულობა მომდინარეობს რუსეთის გააფთრებული ძალისხმევიდან, რომელიც მიმართულია სამხრეთელ მეზობელზე ზეწოლის განხორციელებისკენ და მისი მოქცევისკენ თავის ორბიტაში.

    გამოცემა წერს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გადაიტანა ომი რუსეთთან, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგან მიღებული პირდაპირი გაფრთხილებებისა, წამოიწყო და 12 წლის შემდეგ მოსკოვი კვლავაც ახორციელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ანუ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციას.

    „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს პარლამენტში, კომისიასა და საბჭოში, ასევე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს და დგას სწორ გზაზე ნატოს წევრობისკენ. 2020 დეკემბერში ბოლო შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარტნიორობა ნატოსთან კიდევ უფრო განმტკიცდა თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების გზით, რის შედეგად საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ნატოს წევრობას.

    თბილისის თანმიმდევრული მცდელობები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით მარტივი ასახსნელია. ქართულ პოლიტიკაში არსებული მთავარი დაძაბულობა მომდინარეობს რუსეთის გააფთრებული ძალისხმევიდან, რომელიც მიმართულია სამხრეთელ მეზობლზე ზეწოლის განხორციელებისკენ და მისი მოქცევისკენ თავის ორბიტაში. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გადაიტანა 5-დღიანი ომი რუსეთთან, რომელიც წამოიწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგან (მათ შორის კონდოლიზა რაისისგან) მიღებული პირდაპირი გაფრთხილებებისა. 12 წლის შემდეგ მოსკოვი კვლავაც ახორციელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ანუ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციას.

    ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ბევრს მუშაობენ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართულებით, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით და დამთავრებული 2019 და 2020 წლებში საერთაშორისო წვრთნების მასპინძლობით. საქართველოსა და დასავლეთს შორის დიდი რუდუნებით შექმნილი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ ასპარეზს უთმობს ახალგაზრდობას და თავს უძღვნის ქველმოქმედებას. 11 იანვარს, – მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარტიამ 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, – საქართველოში ყველაზე შეძლებულმა ადამიანმა განაცხადა, რომ სამუდამოდ ტოვებს პოლიტიკას – „მე გადავწყვიტე საბოლოოდ წასვლა პოლიტიკიდან და ძალაუფლების გადაბარება. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე თავად პარტიას“, – წერს გამოცემა.

    სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 5 მილიარდ ევროდ შეფასებული ქონების დიდი ნაწილი 2012 წლის ოქტომბერში გაყიდა, მის მიერ შექმნილი პარტიის – „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე და მის პრემიერ-მინისტრად არჩევამდე.

    ავტორის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გარდა, ივანიშვილი აცხადებს, რომ თავისი ქონების 90 %-ზე მეტს უძღვნის ქველმოქმედებას.

    გამოცემა წერს, რომ ნატოსთან დაახლოების გარდა, საქართველომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა ბოლო წლებში.

    „განახევრდა სიღარიბის სტატისტიკა: 32,5% 2006 წელს და 16,3% 2017 წელს – გაჭირვებული ფენები დღეს სარგებლობენ სახელისუფლებლო სტრატეგიებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით; 2012 წლის შემდეგ საქართველო იქცა ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანად მსოფლიოში ბიზნესის წარმოების კუთხით; მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების ინდექსში“ საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს (მე-8 ადგილი), საფრანგეთს (32-ე) და ევროკავშირის 27 წევრიდან 26-ს. კანადური ლიბერალური ანალიტიკური ცენტრის Fraser Institute 2020 წლის ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშში საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერთა რიცხვშია: „საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის და ჩამორჩება მხოლოდ ჰონგ-კონგს, სინგაპურს, ახალ ზელანდიას, შვეიცარიას, ავსტრალიას, აშშ-ს და მავრიკს“,- წერს გამოცემა.

    სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატია დღეს მყარად დგას ფეხზე, რასაც ცხადყოფს სამჯერ ზედიზედ ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

    ავტორი საუბრობს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ევროპარლამენტმა უმაღლესი შეფასება მისცა – „კანდიდატებს ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, რის შედეგადაც ამომრჩევლებს რეალურად შეეძლოთ არჩევანის გაკეთება რამდენიმე საარჩევნო პროგრამას შორის“.

    მისი თქმით, სტაბილური დემოკრატიული პროცესი, დასავლური პოლიტიკური და სტრატეგიული ორიენტირები და თავისუფალი ეკონომიკა – აი, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მემკვიდრეობა ქვეყანაში, რომელსაც დღეს შეუძლია, ოპტიმიზმით გაიხედოს მომავლისკენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here