More

    Independent: საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცნირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა

    spot_img

    ბრიტანული გამოცემა Independent  იმ სახელმწიფოების სიას აქვეყნებს, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოსთან ერთად Independent-ის სიაში ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ.

    „პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ.

    საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მოგზავრებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ ვაქცინირებული ხართ საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“ – წერს Independent-ის ჟურნალისტი ჰელენ ქოფი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1 თებერვლიდან საავიაციო შეზღუდვები მოიხსნა, შედეგად ავიაკომპანიებს ფრენების განახლება შეუძლიათ.

    შეგახსენებთ, პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის მსურველებისთვის მოთხოვნები შემსუბუქდა. კერძოდ, შეიცვალა თვითიზოლაციის ვალდებულების წესები და ვადები.

    ინფორმაციისთვის, საჰაერო მიმოსვლის გზით, საქართველოში უარყოფითი PCR ტესტით შემოსვლა ტურისტებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ბაჰრეინიდან.

    რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, მათ საქართველოში შემოსვლა ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ.

    საქართველოში შემოსვლას უარყოფითი PCR ტესტით ტურისტები თურქეთიდანაც შეძლებენ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here