More

    Moderna-ს ვაქცინა ახალი შტამის მიმართ ეფექტიანია

    spot_img

    Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტიანია. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

    „Moderna-ს ვაქცინით ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად გამომუშავდა ანტისხეულები, რომლებიც COVID-19-ის ყველა ცნობილი შტამის მიმართ ეფექტიანია, მათ შორის იმ შტამების მიმართაც, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა“ – წერია კომპანიის განცხადებაში.

    კომპანიის კვლევების მიხედვით, 100 მიკროგრამის ოდენობით ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის ყველა აქამდე გამოვლენილი შტამისგან იცავს. Moderna ასევე აპირებს მომავალში შეისწავლოს ვაქცინის დამატებითი დოზის მოქმედება კორონავირუსის მომავალი შტამების მიმართ.

    ცნობისთვის, 2 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო გამოკვლევების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც მოქმედებს.

    კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს.

    ასევე იხილეთ:

    💊 „ახალ შტამს 60-70%-ით მეტი გადამდებობა აქვს“ – თენგიზ ცერცვაძე

    💊 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here