გამოცემა The economist გლობალური დემოკრატიის ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საქართველო 91-ე ადგილზეა. ის „ჰიბრიდული რეჟიმის“ (Hybrid regimes) ზონაში შედის, სადაც საქართველოს სამეზობლოდან ასევე შედიან სომხეთი (89-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), თურქეთი(104-ე ადგილი).
რაც შეეხება აზერბაიჯანს, რუსეთს, ირანს, თურქმენეთს, ჩინეთს, ბელარუსს, ისინი ავტორიტარულ რეჟიმებს (Authoritarian regimes) მიეკუთვნებიან.
აღსანიშნავია, რომ “სრული დემოკრატიის რეჟიმში” არ შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი და პოლონეთი.
ისინი გამოცემამ „არასრულფასოვანი დემოკრატიის“ (Flawed democracies) რეჟიმებს მიაკუთვნა. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან კიდევ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბრაზილია, არგენტინა და ინდოეთი.
რაც შეეხება „სრულ დემოკრატიას“ (Full democracies), ამ კატეგორიაში The economist-მა შეიყვანა კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრალია, ჩილე და რამდენიმე სხვა ქვეყანა.
გამოცემის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში დემოკრატიის კუთხით „უპრეცედენტო უკუსვლა“ შეინიშნება.