More

    TikTok-ის ვიდეოს გადაღების შემდეგ 20 წლის გოგოს გულის შეტევა დაემართა

    spot_img
    TikTok

    20 წლის გოგონა, ბრიტნი პორტილო სოციალური ქსელის, აპლიკაცია TikTok-ის ერთ-ერთი ცნობილი ტრენდის გადაღების შემდეგ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული ტრენდი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ აპლიკაცია მოზარდებს მასზე დამოკიდებულს ხდის და არასასურველ შედეგებამდე მიჰყავს. ის, რომ TikTok-ი მოზარდების ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამაზე ფსიქოლოგებიც ხშირად მიუთითებენ.

    ტრენდი, კი რის გამოც აშშ-ს მოქალაქე 20 წლის გოგო შეუძლოდ გახდა, ფიტნესის მოყვარულთათვის ერთგვარ ჩელენჯს წარმოადგენს, რომლებიც ერთ-ერთ პროტეინს, წყლის გარეშე, მშრალად სვამენ, რაც რეკომენდებული არ არის და სახიფათო შედეგს იწვევს.

    ბრიტნი ამბობს, რომ ვიდეოს გადაღების შემდეგ მან ვარჯიში დაიწყო.

    „მუცლის პრესების კეთება დავიწყე და მუცელში მწარე ტკივილი ვიგრძენი, ეს დავაიგნორე, რადგან არ მინდოდა ჩემივე თავის შეშინება, უბრალოდ ვარჯიში გავაგრძელე. სახლში დაბრუნებისას დამეწყო თავის ტკივილი და გულისრევა, შხაპის მიღების შემდეგაც იგივე სიმპტომები მქონდა, საჭმლის ჭამაც ვერ შევძელი. შემდეგ სამსახურში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ სამსახურში მისვლისას მუცლის ტკივილი გაძლიერდა, დამეწყო ოფლიანობა და თავის ტკივილი გაძლიერდა. საბოლოოდ ტკივილმა ზურგიდან მარცხენა მხარზე გადმოინაცვლა და უკვე აქ მივხვდი, რომ შესაძლოა გულის შეტევა მქონოდა.”

    საბედნიეროდ ბრიტნი გადარჩა, იგი სრულიად გამოჯანმრთელდა. გოგონამ აპლიკაციაზე თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ გაეთვალისწინებინათ მისი შემთხვევა და ეს საშიში „ჩელენჯი“, რომელიც ციცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა, არავის გაემეორებინა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !