More

    VIDEO: „დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც ყვირილით ვერ შემაშინებ“ – ყაველაშვილი სანიკიძეს დაუპირისპირდა

    spot_img
    ყაველაშვილი

    „ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე: ვინ და რატომ ჩამოიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.

     

    „მე აქ ვიყავი ძვირფასო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებო,ზემოდან გიყურებდით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა.

    „ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით,“ – განაცხადა ყაველაშვილმა, რაზედაც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა – „არ გრცხვენია?“.

    „ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი?“- მიმართა ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.

    თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „რუსების მონები არიან“.

    „რუსეთის მონები ხართ“, – მიმართა სანიკიძემ მმართველი პარტიის წევრებს.

    „უნამუსო კაცი ხარ“ , – მიმართა შოთა ხაბარელმა გუბაზ სანიკიძეს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !