More

    VIDEO: დევნა და რბოლა რუსთავში – ერთი ავტომობილი 4 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა

    spot_img
    რუსთავი

    საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველები ავარიის შესახებ უყვებიან. მათი თქმით, “ბე-ემ-ვეს” მარკის მსუბუქ ავტომობილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა, მძღოლი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა, რა დროსაც ორ ავტომობილს შეეჯახა.

    მათივე ცნობით, დამალვის მიზნით, მძღოლი შარტავას გამზირის შიდა ქუჩაზე შევიდა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილებს, ჯერ “ოპელის”, შემდეგ “ფორდის” სატვირთოს და ბოლოს “მიცუბიშის” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

    ავარიის შემდეგ “ბე-ემ-ვეს” მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ქუჩაზე ხალხი სეირნობდა და ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ავტომობილი დიდი სისწრაფით შემოვარდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !