More

    VIDEO: „პანსიონში იმყოფებოდა მიტროპოლიტი, რომელმაც ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო დატოვა“ – რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში

    spot_img
    სპირიდონი

    ნინოწმინდის ჩაკეტილ პანსიონატში შესვლას ვერ ახერხებს შესაბამისი სამსახურები. პრობლემაზე აქტიურად საუბარი უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ გრძელდება. 

    „კურიერს“ ჰქონდა არაერთი მცდელობა, შესულიყო პანსიონში, თუმცა ტელეკომპანიის ოპერატორს და ჟურნალისტს ტერიტორიაზე არ უშვებენ.

    ამ ფონზე როგორც ჩანს დაწესებულების კარი გაიღო მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, რადგან გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანან პანსიონატში მყოფი სასულიერო პირები.

    გავრცელებული ჩანაწერიდან ირკვევა ახალი დეტალი, აქამდე ითვლებოდა, რომ პანსიონში მხოლოდ რამდენიმე ათეული ბავშვი იმყოფებოდა, ჩანაწერში სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, რომლის პატრონაჟის ქვეშაცაა აღნიშნული პანსიონატი ამბობს, რომ ადგილზე დაახლოებით 150 ბავშვია.

    ამ ჩანაწერიდან შესაძლებელია იმის გაგებაც, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები პანსიონატს ხშირად სტუმრობენ.

    გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგისა და ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად პანსიონატს სტუმრობს ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუაც, რომელსაც ბორჯომის ეპარქიის დატოვება სკანდალური ბრალდების გამო მოუწია, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობას გულისხმობდა.

    სახალხო დამცველის აპარატი პანსიონატის ბინადარ არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობაზე ისევ საუბრობს და პანსიონატის მონიტორინგისთვის ადგილზე დაშვებას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს. სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, რომ სახელმწიფო არასათანადოდ რეაგირებს იმაზე, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელს არ ეძლევა საშუალება მდგომარეობას ადგილზე გაეცნოს:

    „სახალხო დამცველის, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვას, მის ვიზიტებს ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთი ადამიანის სტუმრობა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი რეაგირებას ვერ ვხედავთ“,- აცხადებს ეკა სხილაძე.

    ნახეთ ვიდეო: shorturl.at/btAHN

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !