More

    VIDEO: ,,როდესაც გავსინჯე, მივხვდი, რომ იქ სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა…”- რატიანი მეგი ბაქრაძეზე

    spot_img
    ბაქრაძეზე

    რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ლე­ვან რა­ტი­ან, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ზე”, გა­და­ცე­მა­ში “ნო­ეს­თან” იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მეგი ბაქ­რა­ძის შე­სა­ხებ იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან­ვე იცო­და, რომ პა­ცი­ენ­ტი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და.

    მისივე თქმით, როდესაც აცნობეს, რომ პაციენტი უნდა მიეღო, უარი განუცხადა, რადგან ტკივილს არიდებდა თავს.

    „არ მინდოდა, ამ ტკივილის მიღება, რასაც ახალგაზრდა მედპერსონალის შენს კლინიკაში გარდაცვალება წარმოადგენს“, – დასძინა რატიანმა.

    მისივე განცხადებით, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ პაციენტი თუ მის კლინიკაში მოხვდებოდა, იგი აუცილებლად გადარჩებოდა.

    „რომ გავსინჯე, მივხვდი, რომ იქ სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა. ავუხსენი კიდევაც მეუღლეს. ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია. ჯერ პირველ რიგში, ის, რომ უნდა უთხრა პატრონს აუცილებლად და მეორე, რომ უძლური ხარ. ეს ძალიან იშვიათად ხდება ექიმის ცხოვრებაში. როდესაც პაციენტს სინჯავ და იქვე ხვდები, აქ არაფერი გამოვა. ეს იყო მისი კლინიკური მდგომარეობა. საავადმყოფოში შემოსვლიდან 15 წუთში გავსინჯე პაციენტი და იქვე ჩავწერე ჩანაწერში, რომ სიცოცხლე რამდენიმე საათში სიკვდილით დასრულდებოდა. ეს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“, – აღნიშნა რატიანმა.

    რატიანი მიიჩნევს, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ბედისწერა იყო.

    „ამის თქმის უფლება მექნებოდა, მე რომ მოვლენას შევსწრებოდი, მაგრამ მე ის მოვლენა მხოლოდ მონათხრობით ვიცი, რაც იქ მოხდა. ვისი ბრალი იყო, რისი ბრალი იყო – ეს ჩემი განსასჯელი არ არის“, – განაცხადა რატიანმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !