More

    VIDEO: სტუმრად მოწვეული ლიხტენშტაინის პრინცესა და 8 ნათლია – პატარა ბაგრატი გაქრისტიანდა

    spot_img
    ბაგრატიონი

    იოანე (ხუან) და ქრისტინე ბაგრატიონების შვილი, ბაგრატი გაქრისტიანდა. ნათლობის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს სამეფო ოჯახი ავრცელებს.

    ვინ არის დავით ბაგრატიონის რჩეული – ცოტა რამ პრინცესა ირინას შესახებ

    „ბაგრატის ნათლობა.

    ნათლობის საიდუმლო აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი დავით ალავერდელმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში“, – წერს იოანე (ხუან) ბაგრატიონი.

    ნათლობის რიტუალს მოწვეული სტუმარი, ლიხტენშტაინის პრინცესა, მისი უმაღლესობა მარია იმაკულატა ესწრებოდა.

    „საქართველოში პირველად ვარ და მიხარია, რომ ჩემი სტუმრობა თქვენს ქვეყანაში პრინცი ბაგრატის სტუმრობას უკავშირდება. საოცარი და შთამბეჭდავი რიტუალი იყო, დიდი ემოციებით ვარ დატვირთული და ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი დღის ნაწილი ვარ”, – განაცხადა პრინცესამ.

    ასევე, ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.

    დავით ბაგრატიონი ბეგაშვილზე დაქორწინდა – წყვილის ფოტო

    „ჩამოვედი ესპანეთიდან, ჩამოვუტანე მისალმება და მოლოცვა ესპანეთის მეფისგან, ფილიპე მეექვსესგან. როგორც მოგეხსენებათ იგი არის იოანე ბაგრატიონის პირდაპირი ნათესავი. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა.”, – განაცხადა იოანე ბაგრატიონმა.

    როგორც ცნობილია, უფლისწულს 8 ნათლია ჰყავს. ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ პა­ტა­რა ბაგ­რა­ტის ნათ­ლი­ე­ბი აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე და ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი არი­ან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !