More

    VIDEO: შეიძლება თუ არა წლამდე ბავშვის ზღვაზე წაყვანა?

    spot_img
    ბავშვი

    პედიატრმა ნინო კამკამიძემ ბავშვებში ენტეროვირუსის პრევენციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვის ზღვაზე წაყვანა ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

    „​ბავშვის ზღვაზე წაყვანა ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ წლამდე არ შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა. ყველა ასაკში შეიძლება ბავშვი ზღვაზე წაიყვანო. ზღვა არის გადასარევი საკურორტო ზონა. ყველა ასაკს მოეთხოვება შესაბამისი პირობების შექმნა. რეჟიმი არ უნდა დაირღვეს, ძილ-ღვიძილის რიტმი არ უნდა დაირღვეს. ბავშვმა ის საკვები პროდუქტები უნდა მიიღოს, რაც ასაკობრივად არის გათვლილი.

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენტეროვირუსი ფეკალურ-ორალური გზით გადადის, რა თქმა უნდა, თუ ბავშვმა ასეთი წყალი ჩაყლაპა ცურვის დროს, ინფიცირების რისკი არის. ენტეროვირუსის მკურნალობა სიმპტომურია. პირველ რიგში, არის სითხით და ელექტროლიტებით დატვირთვა. შეიძლება ბავშვმა არ ჭამოს, დაძალება არ არის რეკომენდებული, მაგრამ სითხის შეთავაზება აუცილებელია. სითხის შეთავაზება უნდა მოხდეს ყლუპ-ყლუპად. ​ყველაზე მნიშვნელოვანი არის სითხით და ელექტროლიტებით დატვირთვა. სიცხის შემთხვევაში სიცხის დამწევი უნდა ვიხმაროთ, თავის ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი, სახლი სველი წესით დავალაგოთ, სათამაშოები ცოტა განსაკუთრებულად გავრეცხოთ. ხანდახან ელექტროლიტებით და სითხით დატვირთვა ვერ ხერხდება, რადგან გაძლიერებული ღებინებაა. ამ დროს ორგანიზმის გაუწყლოება რომ არ მოხდეს, მივმართავთ ხოლმე სტაციონარს, რადგან სითხის შევსება გადასხმით უნდა მოხერხდეს,“ – აღნიშნულ თემებზე ნინო კამკამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !