More

    VIDEO: „ჩემნაირად, ვიცი, არავის არ ეყვარები“ – სალომე გოგიაშვილი მეუღლეს სიმღერას უმღერის

    spot_img

    ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი „ინსტაგრამზე“ გამომწერებს ხშირად უზიარებს ყოველდღიურ კადრებს.

    ამჯერად მან მეუღლეს, ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილს, სიმღერა მანქანაში უმღერა და ვიდეო „ინსტაგრამ სთორის“ საშუალებით გამოაქვეყნა.

    წყვილს უკვე ათწლიანი თანაცხოვრება აკავშირებს, ორი საერთო შვილი ჰყავს და სალომეს თქმით, იშვიათად კამათობენ.

    „ვახოს ტვინი გამუდმებით ჩართულია და დაძაბული გრაფიკი აქვს. მისი საქმიანობა სწორად გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

    ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ქალი იცვლება. როცა ვახოს მეუღლე გავხდი, დათმობაც ვისწავლე. ის საკმაოდ ხისტი და მძიმეა, მე კი – რბილი. შემიძლია მისი ცუდი ხასიათი მარტივად გავატარო, რადგან ვიცი, მალე გაუვლის და ამისთვის ნერვების მოშლა არ ღირს. ასეთი დამოკიდებულება იმდენად არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, რომ, ღვთის წყალობით, იშვიათად ვკამათობთ.

    – ამ ათწლიანი გამოცდილებიდან რას გაუზიარებდით ქალებს?

    – არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თავს ვიქებ. უბრალოდ რჩევის სახით გეტყვით, რომ ურთიერთობაში ქალის დამთმობი ხასიათი ყოველთვის ამართლებს. ვახოსთან ბევრს რომ არ ვთმობდე, დღეს ერთად არ ვიქნებოდით.

    წინა ქორწინებებიდან ორი შვილი მყავს. ვახოსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. საერთო შვილები კი – ირაკლი და დუდა გვყავს. სულ 6 შვილის მშობლები ვართ.

    სანამ ერთმანეთს შევეგუებოდით, სირთულეები ნამდვილად გვქონდა, თუმცა ამისთვის მზად ვიყავი. ყველაფერში ისევ ჩემი ხასიათი დამეხმარა. ვიცოდი, რომ ვახოსთვის მისი შვილების კომფორტი მნიშვნელოვანი იქნებოდა.

    მაქსიმალურად შევეცადე, საუკეთესო ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა და შედეგიც სახეზეა. ჩემს და ვახოს შვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩვენთან რომ მოდიან, ერთი დიდი გემრიელი ოჯახი ვიკრიბებით და ამისთვის ყველაფერი ღირდა“, – ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !