More

    www.sheamotsme.ge – მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი

    spot_img
    ინტერნეტის სიჩქარის
შემოწმება hsheamotsme.ge

    კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, 2020 წელს ინტერნეტის თავისუფლებისა და ხარისხის განვითარების საუკეთესო მაგალითად დასახელდა. Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიაში ავრცელებენ.

    მათივე ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციამ მომხმარებლებზე ორიენტირებული პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ანგარიშში საქართველო წარმოადგინა საუკეთესო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს.

    Sheamotsme.ge-მ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის პირობებში შეიძინა, როდესაც 2020 წლის განმავლობაში მომხმარებელი დისტანციური მუშაობისა და სწავლის რეჟიმზე გადავიდა. 2020 წელს ვებგვერდს 106,378 ვიზიტორი ჰყავდა.

    www.sheamotsme.ge-ზე ინტერნეტის ხარისხის და სიჩქარის შემოწმების 7000-მდე ტესტი ჩატარდა, საიდანაც 300-მდე ხარვეზი დაფიქსირდა. კომუნიკაციების კომისიამ აბონენტების პრობლემები ოპერატიულად მოაგვარა.

    შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ინტერნეტის ხარისხის კონტროლი 2019 წლის 20 მარტს დაიწყო. Sheamotsme.ge-ზე ჩაშვების დღიდან ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი შევიდა.

    კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა sheamotsme.ge-ის საშუალებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეამოწმონ ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი, კომუნიკაციების კომისია მომხმარებლის პრობლემებს ოპერატიულად აგვარებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !