Site icon საინფორმაციო სააგენტო newsone.ge

ეს ბანანის ჩაი საძილე აბებს შეგიცვლით! ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი ღრმა ძილისთვის!

ალბათ გეცნობათ სიტუაცია, როდესაც ღამით საათობით ცდილობთ დაძინებას, თუმცა მაშინაც კი, როცა დატვირთული დღე გქონდათ ძილი კვლავ პრობლემად რჩება. იმისთვის რომ ძილის უშედეგო მცდელობაში თავზე არ დაგათენდეთ, გთავაზობთ ეფექტურ რეცეპტს.

ბანანის ჩაი
თქვენს სამზარეულოში არსებული ბანანი მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კარგი ძილის საშუალება, რადგან ის შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს მოდუნებასა და განტვირთვაში. გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ ორგანული ბანანი და არა პესტიციდებით მოყვანილი. თქვენ სულ რაღაც 10 წუთი დაგჭირდებათ ამ ჩაის მოსამზადებლად:

» ინგერდიენტები:
• 1 ბანანი
• 1 ჭიქა წყალი (შეგიძლიათ 0.5)
• ერთი ღერი დარიჩინი (სურვილისამებრ)


მოაჭერით ბანანს ორივე ბოლო, ბანანი კანიანად მოათავსეთ ადუღებულ წყალში, ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, გაწურეთ ნაყენი და გადმოასხით ჭიქაში. სურვილისამებრი შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი. დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე.
მოხარშული ბანანი შეგიძლიათ მიაყოლთ ჩაის, ეს ორმაგად უფრო სასიამოვნოს გახდის გემრიელი ჩაის სმის პროცესს.

რატომ არის ცუდი საძილე აბები

ძილის პრობლემების გამო ბევრი ადამიანი აბების გამოყენებას იწყებს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საძილე აბები თქვენ ხანგრძლივ დახმარებას ვერ გაგიწევთ, ისინი პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებენ. მსგავსი აბების უმეტესობა ნარკოტიკის სპეციფიკურ სახეს წარმოადგენს, რომლებსაც სედატიურ ჰიპნოტიკებს უწოდებენ. მათი შემცველობის გამო ხშირად აბები არა მხოლოდ დამოკიდებულებას იწვევს, არამედ ნერვულ სისტემასაც აზიანებს. როგორც ყველა ნარკოტიკს, საძილე აბებსაც უამრავი თანამდევი ცუდი ეფექტი გააჩნიათ, ისეთები როგორებიცაა ყურადღების ცუდი კონცენტრირება და მახსოვრობის პრობლემები. მუცლის ტკივილი, სისუსტე, უკონტროლო კანკალი, პარასომნია (როდესაც გაუაზრებლად აკეთებს ადამიანი მოქმედებებს) და ა.შ ამიტომ მაქსიმალურად აარიდეთ თავი მათ გამოყენებას და ჩაანაცვლეთ ისინი ბუნებრივი მეთოდებით.

როგორ მოქმედებს ძილის ნაკლებობა ორგანიზმზე

8 საათზე ნაკლები ძილი შენი ორგანიზმისთვის მავნებელია. როდესაც შენი ორგანიზმი საკმარისად ვერ ისვენებს, ეს ცუდად აისახება უამრავ პროცესზე. ირღვევა კოგნიტური ფუნქციები, თვალსაჩინოებისთვის შეგიძიათ წარმოიდგინოთ ავტომობილი, რომელსაც გამოელია საწვავი, ამიტომ აუცილებელია ნორმალური ძილი თქვენი სრულფასოვანი არსებობისთვის.

მნიშვნელოვანია გაარკვიოთ უძილობის მიზეზი და ეცადოთ მის გამოსწორებას. დასაწყისითვის გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და მიირთვით ნატურალური ბანანის ჩაი.

newsone.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
newsone.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

newsone.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version