მოგზაურობა ყველასათვის დიდ სიამოვნებასთან და დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება, თუმცა მისი დაგეგმვისას საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. მოგზაურობისას ყველაზე მნიშვნელოვანი Aviabiletebi და მათი დაბალ ფასად შეძენაა. ამისათვის კი არსებობს სხვადასხვა რჩევები და საშუალებები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დაბალბიუჯეტური მოგზაურობის მოწყობას.
1. შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ
თუ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას თვე ნახევრით ან ორი თვით ადრე დაიწყებთ, თქვენ შეძლებთ ავიაბილეთების იაფად შეძენას, რადგან ამ პერიოდში თვითმფრინავში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ბევრია და ფასები ავიაბილეთებზე დაბალია, ხოლო რაც უფრო ახლოვდება ფრენის დრო და ადგილების რაოდენობაც იზღუდება, ავიაკომპანიები ბილეთების ფასებს კიდევ უფრო ზრდიან.
2. სწორად შეარჩიეთ კვირის მონაკვეთი
სამოგზაუროდ უმჯობესია თუ აირჩევთ შუა კვირას და უარს იტყვით შაბათ-კვირაზე, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურთა რაოდენობა შედარებით დაბალია და ავიაბილეთების შეძენაც უფრო ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
3. აირჩიეთ დილის ან ღამის რეისი
თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ შეიძნოთ დილის ან ღამის რეისი, ეს თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო ბიუჯეტურს გახდის. დღის ამ მონაკვეთებში ფრენის მსურველთა რიცხვი ნაკლებია დილით ადრე ადგომის ან ღამის გათენებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.
4. უარი თქვით სეზონურ მოგზაურობაზე
მართალია, ზაფხული და საშობაო პერიოდი სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველია, მაგრამ თუ თქვენთვის პრიორიტეტი დაბალბიუჯეტური მოგზაურობაა, ნუ აირჩევთ წელიწადის ამ სეზონებს სამოგზაუროდ. გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად.
5. მიმართეთ მოქნილი გრაფიკის ფუნქციას, კალენდარს
შეიძლება თქვენ რაიმე კონკრეტულ თარიღებზე ან დღეებში გინდოდეთ გამგზავრება, მაგრამ ზოგჯერ ფასები იმდენად განსხვავებულია დღეების მიხედვით, რომ თუ თარიღს შეცვლით, საკმაოდ დიდი თანხას დაზოგავთ. გამოიყენეთ კალენდარი, სადაც ფასები ყველა თარიღზეა ნაჩვენები და ასე დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა.
6. შეიძინეთ ორი გზის ავიაბილეთი ერთდროულად
თუ ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა გაქვთ დაგეგმილი, უჯობესია თუ თავიდანვე ერთად შეიძენთ, რადგან ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები თუ სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის დროს.
7. არ შეიძინოთ რამდენიმე ავიაბილეთი ერთად
იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად აპირებთ გამგზავრებას, შეეცადეთ ბილეთები ცალ-ცალკე შეიძინოთ და არა ჯგუფურად. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ ფასზე ერთი ან ორი ადგილია დარჩენილი, ამ ადგილების გაყიდვის შემდეგ ბილეთის ფასი იზრდება, ამიტომ შეგიძლიათ 2 ბილეთი დაბალ ფასზე იყიდოთ, დანარჩენი კი უკვე მომატებულ ფასზე და გარკვეული თანხა დაზოგოთ, მაგრამ თუ რამდენიმე ბილეთს ერთად აირჩევთ, ავიაკომპანია უკვე გაძვირებულ ფასს შემოგთავაზებთ.
8. გამოიყენეთ ტრანზიტული ფრენები
თუ რომელიმე ქალაქი უკვე შერჩეული გაქვთ სამოგზაუროდ, მაგრამ ავიაბილეთის ფასი ამ მიმართულებით მაღალია, არ არის აუცილებელი პირდაპირ ამ ქალაქში გადაფრინდეთ. შეიძლება გარკვეულ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ტრანზიტული ფრენით თქვენ შეძლებთ დაზოგოთ თანხა და იფრინოთ იაფად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფრენებს შორის შუალედი მინიმუმ 2-3 საათი უნდა იყოს და აეროპორტის შეცვლაც არ უნდა გიწევდეთ, რათა ფრენაზე დაგვიანებას ან სხვა პრობლემებს თავი აარიდოთ.
9. ისარგებლეთ რამდენიმე ტრანსპორტით
თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ან ქალაქში მოსახვედრად თვითმფრინავთან ერთად შეგიძლიათ სხვა ტრანსპორტიც გამოიყენოთ. მაგალითად, აირჩიეთ ახლომდებარე ქვეყანა, სადაც ავიაბილეთების ფასი შედარებით დაბალია და შემდეგ ავტობუსით ან მატარებლით გაემგზავრეთ თქვენს საოცნებო ადგილას.
10. დაელოდეთ ავიაკომპანიის ფასდაკლებებს
წელიწადში რამდენჯერმე ავიაკომპანიები ფასდაკლებებს აცხადებენ და ავიაბილეთებზე მინიმუმ 20%-იანი შეღავათით ისარგებლებთ. ფასდაკლებებს, ძირითადად, უნდა ელოდოთ შემოდგომაზე და გექნებათ შესაძლებლობა საზამთრო და საგაზაფხულო მოგზაურობა საკმაოდ დაბალ ფასად მოიწყოთ.
11. შეამოწმეთ თქვენს მიერ შერჩეული მიმართულება და თარიღები
მას შემდეგ, რაც სამოგზაუროდ მიმართულებასა და თარიღებს შეარჩევთ, ხშირად შეამოწმეთ ფრენები, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება უკვე შეძენილი ავიაბილეთები გაუქმდეს და საკმაოდ დაბალ ფასად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთების შეძენა.
12. ააწყვეთ მარშუტი სხვადასხვა ავიაკომპანიებით
თუ ისეთ ქალაქში მიემგზავრებით, სადაც ტრანზიტულ ფრენას ერთი ავიაკომპანია ასრულებს და ავიაბილეთის ფასი მაღალია, კარგი გამოსავალი იქნება თუ ამ ფრენას სხვადასხვა ავიაკომპანიებით ააწყობთ. განსაკუთრებით დიდ შეღავათს მიიღებთ შიდა ფრენის შემთხვევაში, რადგან ავიაკომპანიების არჩევანი უფრო მეტია და ავიაბილეთების ფასებიც უფრო დაბალია.
13. სცადეთ ვალუტის და ენის შეცვლა
თუ თქვენ ენას შეცვლით, შესაძლოა, რომ სისტემამ უფრო მეტი ავიაკომპანიის და სააგენტოს ჩამონათვალი გაჩვენოთ და ასე შეძლოთ დაბალფასიანი ავიაბილეთის პოვნა. ასევე, ვალუტის შეცვლამ შესაძლოა რომ მცირედი, მაგრამ რაღაც განსხვავება მაინც მოგცეთ ფასებს შორის.
გათვალისწინეთ https://avia-biletebi.ge/ -ის რჩევები და შეძლებთ დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობას ბიუჯეტურად.