Site icon საინფორმაციო სააგენტო newsone.ge

როგორ ვუმკურნალოთ სუროსგან მოწამლულ ადგილებს სხეულზე – ეს ხერხი ყველამ უნდა იცოდეს

როგორ ვუმკურნალოთ სუროსგან მოწამლულ ადგილებს სხეულზე – ეს ხერხი ყველამ უნდა იცოდეს

ამისათვის დაგჭირდებათ:

ალკოჰოლი, ცივი წყალი, ჰიდროკორტიზონის კრემი, კალამინის სველსაფენი, ბამბა, მენთოლიანი კრემი, ცივი საფენები

მაშინვე აღმოუჩინეთ საკუთარ თავს სამედიცინო დახმარება, თუ იგრძნობთ:
სხვადასხვა ალერგიულ რეაქციას სუროს მიმართ,როგორიცაა ტუჩების ან ცხვირის შესიება
სუნთქვის გაძნელება ან ოფლიანობა
ციებ-ცხელება

ნაბიჯი პირველი:
თუ სწრაფად იმოქმედებთ, შესაძლებელია, გართულებების თავიდან აცილება.
დაისხით ალკოჰოლი სხეულის იმ ადგილას, რომელსაც შეეხო მენარე. შემდეგ, დაისხით ცივი წყალი, არ გამოიყენოთ ცხელი ან თბილი წყალი. ასევე, რათა თავიდან აირიდოთ მცენარის ზეთების გავრცელება სხეულზე, არ იბანავოთ და არ მიიღოთ აბაზანა, სანამ არ ჩამოიბანთ ალკოჰოლსა და წყალს.

ნაბიჯი მეორე:
გამოიყენეთ საპონი და წყალი დაზიანებული ადგილის სავსებით გასასუფთავებლად.ამ პროცესმა შესაძლოა, გართულებებსგან დაგიცვათ.ნაჭერი გაისვით ფრჩხილებზე და მაშინვე გაიხადეთ ტანსაცმელი და გარეცხეთ ის ცხელ წყალში.(ასევე, ის ყველაფერი, რასაც შეიძლებოდა, შეხება ჰქონოდა მცენარის ზეთთან). თუ გაქვთ, გამოიყენეთ სუროს შხამისგან სპეციალური გამწმენდი.

ნაბიჯი მესამე:
დააკვირდით სიმპტომებს, რომლებიც გამოჩნდება ოთხიდან 48 საათის განმავლობაში.ისინი შესაძლოა მოიცავდეს, გაწითლებას, ქავილს, შესიებასა და ბებერების გაჩენას. გამონაყარს ვერაფერს მოუხერხებთ, მაგრამ შესაძლოა, შეიმსუბუქოთ ქავილი. თუ გამონაყარი გიფარავთ მთელ სხეულს, თვალებს, ის გაგიჩნდათ პირში ან გენიტალიებში, მიმართეთ ექიმს !

ნაბიჯი მეოთხე:
მას შემდეგ, რაც გამოყრის პროცესი დაიწყება, გამოიყენეთ ქავილის საწინააღდმეგო პროდუქცია, როგორიცაა ჰიდროკორტიზონის კრემი,კალამინის სველსაფენი და მენთოლიანი კრემები.ნახეთ, რომელია თქვენთვის უკეთესი და ის აირჩიეთ.არ მოიფხანოთ !

ნაბიჯი მეხუთე:
დაიფინეთ ცივი საფენები, ისინი შეგიმსუბუქებენ შემაწუხებელ მდგომარეობას.წყლის მაგივრად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემკვრელი ხსნარი ალუმინის სულფატით.

ნაბიჯი მეექვსე:
ისევ იტანჯებით? ჩაყარეთ ცივი წყლით სავსე თასში კოლოიდური შვრიის ფქვილი და ჩაყავით სხეულის დაზიანებული ნაწილი მასში.

მეშვიდე ნაბიჯი:
დაძინებამდე, მიიღეთ ანტიჰისტამინი, სიმპტომების შესამსუბუქებლად და დასაძინებლად.

მერვე ნაბიჯი:
თუ ბებერებიდან ჩირქიი გამოდის და 100 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა გაქვთ, ან პრობლემამ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გაიარა, მიმართეთ ექიმს,შესაძლოა,ქავილისგან მეორადი ინფექცია განგივითარდათ და გჭირდებათ ანტიბიოტიკები.

newsone.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. newsone.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

newsone.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version