aviabiletebi
More

    დეტრალექსი 1000 მგ – როგორ იცავს ვენების ჯანმრთელობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

    aviabiletebiaviabiletebi

    ვენური უკმარისობით გამოწვეულ პრობლემებს ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი აწყდება. ქვედა კიდურებში სიმძმის შეგრძნება, წვა, ვენების გასწვრივ ტკივილი, შეშუპება – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ცხოვრების ხარისხს აუარესებს. ისინი ფეხზე დიდხანს დგომის ან მოძრაობისას მძაფრდება ხოლმე. ამიტომაც, ტკივილის ან დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა ადამიანებმა გეგმები შეცვალონ და სახლიდანაც კი არ გავიდნენ. ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დასაბრუნებლად და უსიამოვნო შეგრძნებების დასავიწყებლად, ვენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ. არსებობს პრეპარატი – დეტრალექსი 1000 მგ, რომლის საშუალებითაც ეს ყველაფერი მიიღწევა. 

    გარდა ამისა, დეტრალექსი, რომლის შემადგენლობაშიც 900 მგ დიოსმინი და 100 მგ ჰესპერიდინი შედის, ეფექტურია ვარიკოზისა და ჰემოროიდული გაღიზიანების სამკურნალოდ. 

    დეტრალექსის შემადგენელი კომპონენტები  

    ზოგადად, წამლის ეფექტურობა მის შემადგენელ ნივთიერებებსა და მათ მოქმედებაზეა დამოკიდებული. გარდა აქტიური კომპონენტებისა, დეტრალექსი ისეთ დამხმარე ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის გლიკოლატი, ჟელატინი და ტალკი. თითოეული ტაბლეტი დაფარულია აპკიანი გარსით, რომლის შემდაგენელი კომპონენტები შემდეგია: ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავები (რკინის ყვითელი და წითელი ოქსიდები), გლიცერინი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

    დიოსმინისა და ჰესპერიდინის ერთობლივი მოქმედება სისხლძარღვების ტონუსს აუმჯობესებს, ანთებით პროცესებს ამცირებს და ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ დეტრალექსი ვენური უკმარისობის სხვადასხვა სტადიაში როგორც პროფილაქტიკური, ასევე თერაპიული მიზნითაც გამოიყენება.

    როგორ მოქმედებს დეტრალექსი?

    დეტრალექსი ვენოტონური და ვენოპროტექტორული საშუალება, რომელიც ვენების კედლებს ამაგრებს და მათ შეკუმშვას ხელს უწყობს. ამით გულისკენ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ვენებში დაგროვილი წნევა მცირდება. 

    მედიკამენტი კაპილარების გამტარობის შემცირებით, ქვედა კიდურებში შეშუპების განვითარებას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია, რომ დეტრალექსი ვენების გარშემო ანთებით პროცესსაც ამცირებს და ხელს უწყობს ლიმფური სითხის უკეთ გადინებას.

    ადამიანებისთვის, რომელთაც ვენებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, დეტრალექსის მიღება აუცილებელია, რადგან ის ვენური უკმარისობის პროგრესს აჩერებს, ტკივილს ამცირებს, კაპილარებსა და ვენების სტრუქტურას იცავს, აგრეთვე, სისხლისა და ლიმფის ნაკადს აუჯობესებს. მისი საშუალებით, ისეთი სერიოზული გართულებების არიდებაა შესაძლებელი, როგორებიცაა წყლულები ან თრომბოზი. 

    ჩვენება და მიღების წესი

    მკურნალობის მაქსიმალურად წარმატებით დასრულება წამლის დოზირებასა და მიღების წესების დაცვაზეა დამოკიდებული. მართალია, დეტრალექსი აფთიაქებიდან ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა ექიმის კონსულტაცია მაინც ძალიან მნიშნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ერთი კურსი საშუალოდ, 1-3 თვის განმავლობაში გრძელდება. მისი ხანგრძლივობა პაციანტის საჭიროებებზეა დამოკიდებული და სპეციალისტი განსაზღვრავს.

    სტანდარტული დოზირება არის დეტრალექსი 1000 მგ. წამლის 1 ტაბლეტი, დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ. ეს საჭიროა, რათა კუჭ-ნაწლავის შესაძლო გაღიზიანება თავიდან აიცილოთ. 

    დეტრალექსი ჰემოროიდული გართულების დროს შემდეგნაირად ინიშნება: მწვავე ფორმის მიმდინარეობის შემთხვევაში, პირველი 4 დღე 3-3 ტაბლეტის მიღებაა საჭირო – 1 დილით, 1 შუადღეს, 1 საღამოს. შემდეგი 3 დღე კი, დღეში 2 ტაბლეტი. 

    ხშირია შემთხვევები, როდესაც მკურნალობის ეფექტი 2-3 კვირაში ჩანს, თუმცა მაქსიმალური შედეგისთვის, საჭიროა კურსის დასრულება. 

    გვერდითი მოვლენები და შესაძლო რისკები:

    დეტრალექსი იმ მედიკამენტების რიცხვს მიეკუთნება, რომელიც უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს რიგი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ესენია: გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, საჭმლის მოუნელებლობა და გამონაკლის შემთხვევაში – ღებინება. იმისთვის, რომ ეს სიმპტომები თავიდან აიცილოთ, მნიშვნელოვანია დეტრალექსი საკვებთან ერთად მიიღოთ. 

    იშვიათად ვლინდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქავილი, გამონაყარი და ზოგადი სისუსტე. 

    თუ ისეთი ალერგიული რეაქციები აღგენიშნათ, როგორიცაა სახის, ტუჩების ან კისრის სწრაფი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი გამონაყარი ან ქავილი – დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება და ექიმს მიმართოთ. 

    ასევე, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა აცნობოთ, დეტრალექსის პარალელურად, რაიმე მედიკამენტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ სვამდით. თუნცად ეს წამალი ურეცეპტოდ გაიცემოდეს. 

    დეტრალექსის მიღება არ შეიძლება თუ მის შემადგენელ კომპონენტებზე ალერგია გაქვთ; ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხართ; გაქვთ მწვავე გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის დაავადება. ასევე, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არაა 18 წლამდე ასაკის პირებში. ლაქტაციისა და ორსულობის პერიოდში პაციენტმა კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროს. 

    სად შეიძლება დეტრალექსის შეძენა? 

    საქართველოში დეტრალექსი ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. მისი შეძენა მსურველს როგორც ონლაინ, ისე ადგილზე – აფთიაქშიც შეუძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ლიცენზირებულ ქსელებში იყიდოთ ხოლმე. 

    რაც შეეხება ღირებულებას, მას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, იმპორტის ხარჯები, წამლის ხარისხი, დოზები, შეფუთვაში არსებული რაოდენობა და სხვა. რა არის პრეპარატის – დეტრალექსი ფასი? ფარმადეპო სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებლებს ფასდაკლებებითა და აქციებით ხშირად ანებივრებს. სწორედ ამიტომ, წამლის ღირებულება შესაძლოა ცვალებადი იყოს. 

    რეკომენდებულია, რომ დეტრალექსის ფასი ფარმადეპოს ვებ გვერდზე შეამოწმოთ ხოლმე, რადგან ონლაინ პლატფორმაზე შეთავაზებები რეგულარულად ახლდება. 

    დეტრალექსი – გზა ვენების ჯანმრთელობისკენ

    თუ ვენების პრობლემები გაწუხებთ და ყოველდღიურ დისკომფორტთან გამკლავება გსურთ, დეტრალექსი 1000 მგ სწორი არჩევანია. პრეპარატი სიმპტომებს ეფექტურად ებრძვის და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაში გეხმარებათ. სასურველი შედეგი კი მხოლოდ სწორი დოზირებითა და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მიიღება. 

    Facebook კომენტარები

    spot_imgspot_img
    ავიაბილეთები იაფად

    ახალი ამბები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !